როდესაც ორგანიზმში ხვდება რაიმე უცხო ნივთიერება ადამიანის იმუნური სისტემა ავტომატურად ახდენს მის დეტექტირებას და თუ იგი ამ ნივთიერებას „არასასურველად” მიიჩნევს, იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას მის გასანეიტრალებლად. სწორედ ასეთი სახის პროცესია ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ალერგიული რეაქცია, ამ უკანასკნელში ალერგენის(„არასასურველი ნივთიერების“) მოხვედრის შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ ალერგიული რეაქცია არის ორგანიზმის ერთგვარი პასუხი გარემოდან შემოჭრილ ნეგატიურ გამაღიზიანებელზე.როდესაც იმუნური სისტემა აღიქვამს ამ ნივთიერებას როგორც ალერგენს იგი იწყებს იმუნოგლობულინ ე( igE )-ს ანტისხეულების გამომუშავებას და უჯრედებში მათ ტრანსპორტირებას ჰისტამინებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გასანეიტრალებლად, რათა შეწყდეს ორგანიზმში ალერგენის ნეგატიური მოქმედება
ალერგიული დატვირთვის გაზრდა, რომლის ატანაც ადამიანს აღარ შეუძლია; გაუარესებული ეკოლოგიური სიტუაცია; არარაციონალური კვება; არაადეკვატური მედიკამენტური თერაპია; ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება; გაზრდილი სტრესული სიტუაციები; ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი; გარემოს, კლიმატის ხშირი ცვლილება. ორგანიზმისთვის ის აგენტებიც ალერგიულები ხდებიან, რომლებთანაც ადამიანი წლების მანძილზე უპრობლემოდ თანაარსებობდა; სინთეზური მასალები სერიოზულად აუარესებს მიკროეკოლოგიას და ზრდის ალერგენებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობას მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობაც. ცნობილია, რომ თუ მშობლებიდან ერთ-ერთი ალერგიულია, ბავშვის ალერგიულობის ალბათობა 30-40%-ია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ რისკის მაჩვენებელი 70-75%-მდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად გადაედება არა დაავადება, არამედ მისადმი დადებითი განწყობა
ცხოველის ბეწვი, ტარაკნები, ტექსტილის პარაზიტები, ფრინველების ბუმბული.
ოთახის მტვერი, ოთახის მტვრის ტკიპა, ობისა და სოკოს სპორები. (უფრო ზუსტად – მასში არსებული სოკოს ჯგუფის ორგანიზმები)
მწერების შხამი–მათ შორისაა ფუტკრის, ბზიკისა და კოღოს ნესტარი.
მცენარეების მტვერი–ბალახის, ყვავილების, ბუჩქების და ხეების
ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, არახისი, თხილეული, თევზი, ზღვის პროდუქტები (მოლუსკები და კიბოსნაირები)
პარფიუმერია, საღებავები, სარეცხის საშუალებები და სხვ.
ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს შემდეგი მედიკამენტები: ანტიბიოტიკები, ინსულინი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები და შრატები, მეტამიზოლი (შედის ანალგინის შემცველობაში), ნოვოკაინი, დიაზეპამი, ასპირინი, იბუპროფენი, ვოლტარენი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ალერგიული რეაქციის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია
გამომწვევზე.
ცალკეულმა ალერგენმა (საკვები, მტვერი, მცენარე თუ სხვა)
შეიძლება მთელი რიგი სიმპტომები გამოიწვიოს. მათგან ყველაზე ხშირია:
რინიტი , ანუ სურდო – ცხვირის „გაჭედვა“, წყლიანი
გამონადენი, ქავილი, ცემინება, ყურების ქავილი და დაგუბება.
ალერგიული კონიუნქტივიტი , ანუ თვალის ლორწოვანის ალერგიული
დაზიანება – სკლერების სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა.
ატოპური დერმატიტი, ანუ კანის ალერგიული დაზიანება – კანის სიწითლე,
ქავილი, სიმშრალე. ურტიკარია, ანუ კანის ალერგიული გამონაყარი –
ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (სახის მიდამოს: ტუჩების,
ქუთუთოების, ლოყების შეშუპება).
ბრონქული ასთმა , რომელსაც
ახასიათებს სუნთქვის დარღვევა: ქოშინი, გაძნელებული ამოსუნთქვა,
მსტვინავი სუნთქვა, შეტევითი ხველა.
რას წარმოადგენს სეზონური ალერგია? სეზონური ალერგია - ეს ალერგიული რეაქციაა, რომელიც წლის განსაზღვრულ პერიოდში იჩენს თავს პოლინოზი : ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი, რომელიც უმცირესი ნაწილაკებისგან შედგება, მიჰყვება ქარს ან გადააქვთ ფრინველებს. ეს მტვერი იწვევს ალერგიას მცენარეების მტვერზე, ანუ ე.წ. პოლინოზს, რაც გამოიხატება სურდოთი, ცემინებით, თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით – ალერგიული კონიუნქტივიტით.
მრავალჯერადი ცემინება · თვალების, ცხვირის და ყურების ქავილი · სპაზმური ხველა · მსტვინავი ხიხინი, ზოგ შემთხვევაში ქოშინი · ამოსუნთქვის გაძნელება
· ცხელება · ზოგადი სისუსტე (დაღლილობის შეგრძნება) · მშრალი ხველა · უმადობა · ქოშინი ზოგს იშვიათად ყნოსვის და გემოს დაკარგვა, თავის ტკვილი, ყელის ტკივილი და ა.შ.
ცემინება და სურდო შეიძლება იშვიათად იყოს კორონავირუსის სიმპტომი, სიხშირით ის ძირითად ხუთეულში არ შედის
მას ანაფილაქსიურ შოკსაც უწოდებენ. ანაფილაქსიის ნიშნებია: § კანის ქავილი ან ამობურცული, წითელი გამონაყარი კანზე § თვალების, ტუჩების, ხელებისა და ფეხების შეშუპება § გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა § პირის, ყელის ან ენის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება § ხმაურიანი სუნთქვა § მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება § კოლაფსი და ცნობიერების დაკარგვა.
ანაფილაქსია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის ზემგრძნობელობა უვნებელი ნივთიერების მიმართ, მაგალითად საკვების მიმართ. ალერგიული რეაქციის განმაპირობებელ ნივთიერებებს ალერგენები ეწოდება. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ ანაფილაქსია, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ვითარდება. თუმცა, ზოგჯერ ეს რეაქცია შეიძლება განვითარდეს ოთხი საათის შემდეგაც. ანაფილაქსიის მაპროვოცირებელი ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია: § მწერების ნესტარი (insect stings) - განსაკუთრებით ფუტკრისა და ბზიკის ნესტარი § მიწის და ხის თხილი § სხვა სახის საკვები, როგორებიცაა რძე და ზღვის პროდუქტები § გარკვეული მედიკამენტები, როგორებიცაა ანტიბიოტიკები.
თუ ალერგენი იდენტიფიცირებულია, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში მასთან კონტაქტის თავიდან აცილება. შეიძლება გადაგამისამართონ სპეციალიზირებულ ალერგოლოგიის კლინიკაში ალერგენის ამოსაცნობად ან მდგომარეობის შემდგომი შეფასებისთვის. იქ მოგაწვდიან ინფორმაციას და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოერიდოთ ალერგენებთან კონტაქტს შემდგომში. მომავალში მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად, შეიძლება მოგცენ ადრენალინის ორი მზა შპრიცი.
ანაფილაქსია არ არის ხშირი, მაგრამ ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს. ისეთი ალერგიული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, როგორებიცაა ასთმა ან ატოპიური ეგზემა, ანაფილაქსიის განვითარების რისკი უფრო მაღალია. მიუხედავად იმისა რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, სიკვდილიანობა დაბალია. სწრაფი და ადეკვატური მკურნალობით, ადამიანთა უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება.
ანაფილაქსია ყოველთვის უნდა განიხილებოდეს სასწრაფო სამედიცინო მდგომარეობად და თუ შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაკეთდეს ადრენალინის ინექცია. ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც წარსულში გადაიტანა ანაფილაქსია, შეიძლება თან ქონდეს ადრენალინის მზა შრპიცი. ის უნდა გაკეთდეს ბარძაყის გარეთა ზედაპირზე კუნთში 5-10 წამის განმავლობაში. მზა შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია თვითონ ხელსაწყოზე. ადრენალინის შეყვანის მიუხედავად, აუცილებლად, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ 5-10 წუთის შემდეგ, პიროვნება კიდევ ცუდად გრძნობს თავს, უნდა გაკეთდეს მეორე ინექცია, ამჯერად მეორე ბარძაყზე. მეორე დოზის შეყვანა შესაძლებელია ასევე საჭირო იყოს, თუ ადამიანი მოკლე-ვადიანი უკეთესობის შემდეგ ისევ შეუძლოდ იგრძნობს თავს. დაზარალებული აუცილებლად უნდა იწვეს და ფეხები უნდა ჰქონდეს აწეული სკამზე ან დაბალ მაგიდაზე. თუმცა, თუ აქვს სუნთქვის პრობლემები, მაშინ აუცილებელია, რომ იჯდეს, რომ გაუადვილდეს სუნთქვა. თუ დაზარალებული ადამიანი უგონოდაა, უნდა მოათავსოთ უსაფრთხო პოზიციაში - რაც ნიშნავს, რომ უნდა იწვეს გვერდზე, ისე რომ ეყრდნობოდეს ფეხს ან ხელს, თავი ოდნავ გადაწეული უნდა ჰქონდეს და ნიკაპი წამოწეული. თუ მისი სუნთქვა ან გულისცემა შეწყდა, საჭიროა გულ-ფილტვის რეანიმაცია. შემდგომი მკურნალობა გაგრძელდება ჰოსპიტალში.